ლანჩხუთის მერმა მორიგი სასამართლო პროცესი წააგო

ლანჩხუთის მერმა მორიგი სასამართლო პროცესი წააგო

ლანჩხუთის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალ კულტურის ცენტრის ყოფილ დირექტორს გია იმნაიშვილს ლანჩხუთის მერია კომპენსაციის სახით 8 ათას 460 ლარს გადაუხდის.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე ციცინო როხვაძე) ეს გადაწყვეტილება დღეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს დარბაზში გამოაცხადა.

მოსმართლემ უკანონოდ ცნო იმნაიშვილის განთავისუფლება, ასევე ორგანიზაციაში ხელმძღვანელის მიერ გატარებული რეორგანიზაცია და მეორე მხარეს დააკისრა ასევე ბაჟის გადასახადი 100 ლარი.

თუმცა ამავე დროს მოსამართლემ ბრძანა რომ იმნაიშვილის აღდგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია რადგან არ არსებობს მისი ტოლსწორი თანამდებობა.

გია იმნაიშვილმა სასამართლოს გასული წლის მეორე ნახევარში მიმართა, მისი ადვოკატი, კახა ჩავლეშვილი, მის დაცვის ქვეშ მყოფის განთავისუფლებას უკანონოდ მიიჩნევდა და ბრძანების გაუქმების პარალელურად კომპენსაციასა და მისი ტანამდებობაზე აღდგენას მოითხოვდა.

ცნობისათვის. ლანჩხუთის მერმა სასამართლო დავა გასულ წელს კიდევ ერთ ა(ა)იპის თანამშრომელთან, მელის ნადირიძესთან წააგო.

ნადირიძის ინტერესებსაც ჩავლეშვილი იცავდა.

აღსანიშნავია,რომ ლანჩხუთის მერი სასამართლომ ნადირიძის საქმეზე დისკრიმინაციაში ამხილა.
გთავაზობთ ამონარიდებს...

მისი მითითებით, კულტურულ გაერთიანებათა ხელმძღვანელმა დავით წერეთელმა ქორეოგრაფი ნადირიძე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაითხოვეს სამსახურიდან რომ ეს უკანასკნელი ოზურგეთელი იყო.
04.03.2019 - ანსამბლ "მხედრების" მთავარი ქორეოგრაფი ლანჩხუთის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებას სასამართლოში უჩივის
მელის ნადირიძემ დავით წერეთელის წინააღმდეგ სარჩელი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში დღეს, 4 მარტს, რამდენიმე წუთის წინ შეიტანა.

ლანჩხუთის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალ კულტურის ცენტრთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ "მხედრების" მთავარმა ქორეოგრაფმა, ლანჩხუთის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელის, დავით წერეთელის წინბააღმდეგ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი დღეს შეიტანა.

მელის ნადირიძე მიიჩნევს, რომ არისდისკრიმინაციის მსხვერპლი და ამს მოყვა მისი გათავისუფლება:

"ხელმძღვანელმა იმ მიზეზით გამათავიოსუფლა, რომ ვიყავი ოზურგეთელი და არ ვიყავი ახალგაზრდა, არადა 50 წლის ვარ"-აცხადებს ნადირიძე.

მოსარჩელე სასამართლოსაგან სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.
25.01.2020 - ლანჩხუთში ოზურგეთლთა დისკრიმინაციით ოპოზიცია დაინტერესდება
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებაში ქორეოგრაფ მელის ნადირიძის განთავისუფლების საკითხით, რომელიც მისი ოზურგეთული წარმოშობის გამო დაითხოვეს სამსახურიდან, ადგილობრივი ოპოზიცია დაინტერესდება.

ამის შესახებ განცხადება ლანჩხუთის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის ხელმძრვანელმა, კახა ასკურავამ გააკეთა.

მისივე განცხადებით, გაეცნო რა სასამართლო გადაწყვეტილებას ის ამ საკითხს ლანჩხუთის საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დააყენებს.

"ვიცი ამ სამარცხინო ფაქტის შესახებ.შეკითხვაც დავუსვი ამ საკითხთან დაკავშირებით წერეთელს (ლანჩხუთის კულტურულ გაერთიანებათა დირექტორი). რაზეც ჩემთან საუბარში სცადა თავი გაემართლებინა და რა თქმა უნდა სასტიკად უარყო რაიმე კუთხური ნიშნით გათავისუფლებაზე.თუმცა მაშინ სასამართლო გადაწყვეტილება არ იყო გამოტანილი.ამ გადაწყვეტილების მერე არანაირი კითხვები არ არსებობს და აუცილებლად უახლოეს საკრებულოს სხდომაზე სარიშვილს ვკითხავ თუ რას აპირებს წერეთელთან დაკავშირებით.როცა მოვისმენ მის პასუხს, იმისი მიხედვით გეტყვით თუ რა ზომებს მიიღებს ჩვენი ფრაქცია" - აცხადებს ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" კახა ასკურავა.

ცნობისათვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ლანჩხუთის კულტურულ დაწესებულებათა ქორეოგრაფი მელის ნადირიძე ხელმძღვანელობამ უკანონოდ დაითხოვა და შრომითი ურთიერთობის მოშლის მიზეზი სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელის მიმართ განხორ­ციელებულ დისკრიმინაციაა.

გთავაზობთ ამონარიდს სასამართლოს გადაწყვეტილებიდან: ,, სააპელაციო პალატა აქვე იმსჯელებს მოსარჩელის იმ პოზიციაზე, რომლითაც მიიჩნევს, რომ სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა დისკრიმინაციის გამო, რადგან მოსარჩელე არ იყო ლანჩხუთის მკვიდრი. სააპელაციო პალატა, მოსარჩელე მხარის აღნიშნულ პოზიციას ორ მტკიცებულებაზე დაყრდნობით იზიარებს. ესენია, 1) მოწმე გია იმნაიშვილის ჩვენება, სადაც მან აღნიშნა, რომ „ააიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორს - დავით წერეთელს სურდა ადგილობრივი კადრის დასაქმება მითითებულ თანამდებობაზე და აღნიშნულის გამო გაათავისუფლა მელის ნადირიძე დაკავებული თანამდებობიდან.“ 2) ასევე თავად დავით წერეთლის წერილობითი მიმართვით, რომლითაც ის 2019 წლის 11 თებერვალს მიმართა ააიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დაქნვემდებარებაში არსებული კულტურული ცენტრის მენეჯერს გია იმნაიშვილს. წერილის ავტორი განმარტავს, რომ მისთვის პიროვნება (მელის ნადირიძე) არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ კულტურის ცენტრში მთავარი ქორეოგრაფი დასაქმებული იქნეს ადგილობრივი მკვიდრი. (ს.ფ. 63)

ი -,,ამდენად, მელის ნადირიძესთან შრომითი ურთიერთობის მოშლის თაობაზე მიღებული ბრძანების ბათილად ცნობის

დამატებით საფუძვლად სააპელაციო სასამართლო მიუთითებს მოსარჩელის მიმართ განხორ­ციელებულ დისკრიმინაციას...

FACEBOOK კომენტარები