კატეგორიულად ვგმობ საქართველოში ჩამოსული, ნებისმიერი რუსის ცემას და გინებას. ეს ფორმა ჩვენი არ არის!“ - თეა დარჩია

კატეგორიულად ვგმობ საქართველოში ჩამოსული, ნებისმიერი რუსის ცემას და გინებას. ეს ფორმა ჩვენი არ არის!“ - თეა დარჩია

მოცეკვავე თეა დარჩია სოციალურ ქსელში ომზე, საქართველოში შემოსული რუსი ხალხის თემასა და არსებულ ზოგად სიტუაციაზე საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. 

თეა დარჩია: - მე, თეა დარჩია, სისხლით - ხორცამდე ქართველი, ვემიჯნები ყოველგვარ კოლაბორაციას ბოროტებასთან, ვემიჯნები ნაბისმიერ ძალადობასა და ნებისმიერ აგრესიას!!!
მე, ქართველი და მაშასადამე, ევროპელი, ვუერთდები სიკეთესა და სიყვარულს, სიბნელისა და ბნელი ძალების წინააღმდეგ ბრძოლას და მოვითხოვ საქართველოს ცის დაკეტვას მე-3 მსოფლიო ომის შესაჩერებლად!!!
ასევე, კატეგორულად ვგმობ საქართველოში ჩამოსული, ნებისმიერი რუსის ქუჩასა თუ სხვადასხვა ადგილებში ცემა, გინება და ლანძღვას!!! ეს ფორმა ჩვენი არ არის!!! მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ფეხქვეშ გავეგები და მოვემსახურები, ფიანდაზებს დავუგებ და ველაქუცები!!!
მე, თეა დარჩია ეროვნებით ქართველი, არ ვარ და არასოდეს არ ვიქნები მშვიდად, სანამ სადმე ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს და უბრალოდ ადამიანებს ხოცავენ!!! ვაპროტესტებ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ხელს შეუწყობს ან დაეხმარება კაცობრიობის საერთო მტრის, პუტინისტური რუსეთის პოლიტიკას!!! მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეც ისე მოვიქცევი, როგორც მტერი იქცევა!!! უკუნით სიბნელეს, ერთი პატარა სინათლის სხივიც კი ამარცხებს და მოდით, ეს სხივი ჩვენ ავანთოთ ჩვენს გულებში!!! ბოროტებას სიკეთით და სიყვარულით დავუპირისპირდეთ!!! ვამხილოთ მანკიერებები, რომლებიც ხრწნის ჩვენს სულებს!!! ნუ გავჩუმებით, ნუ მოვერგებით და ნუ გავაძლიერებთ ჩენს მტერს, რადგან უმოქმედობა, მიჩუმება დღეს მტრის თანამონაწილეობის ტოლფასია!!!

FACEBOOK კომენტარები