ანსამბლი “სუხიშვილები” უკრაინის ტერიტორიას ტოვებენ

ანსამბლი “სუხიშვილები” უკრაინის ტერიტორიას ტოვებენ

კორესპონდენტის წყაროს – გვერდ CHUB1NA.GE-ს დამფუძნებელი ავთანდილ ჩუბინიძის ინფორმაციით ქართული ნაციონალური ანსამბლი “სუხიშვილები სამშობლოში ბრუნდებიან.

მოგეხსენებათ, რომ დღეს იწყებოდა სუხიშვილების საკონცერტო ტურნე უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ანსამბლი იძულებულია, დაბრუნდეს საქართველოში.
უახლოეს საათებში სუხიშვილები დაიძვრებიან პოლონეთის საზღვრისაკენ, რადგან მათი ავტობუსები პოლონურია. ამჯამად მათთვის ცდილობენ მწვანე დერეფნის გაკეთებას უკვე პოლონეთის ტერიტორიაზე და ელოდებიან, საიდან და როდის შეძლებენ გამოფრენას.

იხ.წყარო
FACEBOOK კომენტარები