მოცეკვავე ლაშა სახეჩიძეს დანა გულში ჩაარტყეს - როგორია მისი მდგომარეობა?

მოცეკვავე ლაშა სახეჩიძეს დანა გულში ჩაარტყეს - როგორია მისი მდგომარეობა?

თბილისში, უზნაძის ქუჩაზე 21 წლის მოცეკვავე ლაშა სახეჩიძე ცივი იარაღით დაჭრეს. სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს.
 
დაკავებული 1994 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ბ.ღ. აღმოჩნდა. მას განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი დაუსწრებლად უკვე წარუდგინეს.
 
შემთხვევა 29 მაისს, თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, “აფხაზეთის განათლების ცენტრის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ერთ-ერთი ინფორმაციით კონფლიქტი სიგარეტის თხოვნით დაიწყო.
 

 
21 წლის მოცეკვავის დაჭრის შემდეგ, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
 
დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ლ.ს.-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
 
„სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული პირის იდენტიფიცირება მალევე მოახდინეს და მიმდინარე წლის 31 მაისს ბ.ღ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. 2 ივნისს კი, მოსამართლის განჩინებისა და პროკურორის დადგენილების საფუძველზე, ბ.ღ. ძებნილად გამოცხადდა“, – განცხადებას შსს ავრცელებს.
 
 
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
 
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხ.წყარო
FACEBOOK კომენტარები