რატომ გადადგა საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი?

რატომ გადადგა საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი?

როგორც თქვენთვის ცნობილია, 10 წელი სრულდება, რაც საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე ვმუშაობ. ეს პერიოდი იყო გამოწვევებით, სირთულეებით, სიახლეებითა და გამარჯვებებით სავსე წლები. განსაკუთრებულად კი მინდა მაინც გამოვყო უკანასკნელი წელი, როდესაც საქართელოს ქორეოგრაფთა კავშირის პასუხისმგებელ მდივნის პოზიციაზე ვმსახურობდი. ამ წლების განმავლობაში მუხლჩაუხრელად ვიბრძოდი საქართელოს ქორეოგრაფთა კავშირის წინსვლისთვის, რეფორმებისთვის და განვითარებისთვის. ვიბრძოდი როგორც ქორეოგრაფთა ინტერესების დამცველი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ინსტიტუტის განვითარებისთვის. მეამაყება, რომ ბატონ რეზო ჭანიშვილის გუნდთან ერთად უდიდესი წვლილი შევიტანე ამ სფეროში, ქორეოგრაფთა კავშირის როლის გაძლიერებაში. ჩვენს მიერ ჩატარებულმა ისტორიულმა პროცესებმა შეუქცევადი გახადა ქორეოგრაფთა ინსტიტუტის განვითარება. ჩემი ღრმა რწმენით, დღეს ეს ინსტიტუტი არის ერთ-ერთი მიუკერძოებელი, ობიექტური და სამართლიანი ორგანიზაცია ჩვენს ქვეყანაში. იმედი მაქვს თავის სათქმელს ბევრჯერ იტყვის. 10 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, დღეს, ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ მომცა საფუძველი მეფიქრა, რომ არსებული როლითა და რესურსით ამ ინსტიტუტის და დამოუკიდებელი ქორეოგრაფთა კავშირის განვითარების ხელშეწყობა ნაკლებად რეალურია. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დავტოვო საქართელოს ქორეოგრაფთა კავშირის პასუხისმგებელი მდივნის და ფინანსური მენეჯერის თანამდებობა. ვფიქრობ დროა მივიღო ახალი გამოწვევები და განვაგრძო ახალი დამოუკიდებელი სისტემის მშენებლობისთვის ბრძოლა აწ უკვე საკუთარი ორგანიზაციის მეშვეობით. მჯერა, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქორეოგრაფთა სექტორს, რაც ხელს შეუწყობს კონკრეტული სისტემის განვითარებას. ჩემი ახალი ასპარეზია საქმიანობა და მოღვაწეობა ააიპ კულტურის ინსტიტუტში და ააიპ კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირში, რომლის წარმატებული პროდუქტია უკვე ცნობილი "არტ-ფოლკი"-ს საერთაშორისო ფესტივალი. თამამად ვაცხადებ, რომ ეს არის შესაძლებლობა ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე: ვემსახურო ქართულ კულტურას, ქართულ იდეას და ჩემი ცოდნა და გამოცდილება მოვახმარო ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას. მადლობა ყველა იმ კოლეგას, რომლებიც გულწრფელად ემსახურებიან ქვეყნისა და ხალხის ინტერესს! მადლობა საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ინსტიტუტის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის! განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავჯდომარეს ბატონ რეზო ჭანიშვილის, კავშირის გამგეობას, რეგიონალური ორგანიზაციების თავჯდომარეებს - გმადლობთ თქვენს მიერ გაწეული შრომისა და ბრძოლისთვის! თქვენი შრომა იყო და იქნება ფასდაუდებელი. ვრჩები თქვენი გულშემატკივრი და მჯერა, რომ ოდესმე ერთად ვიზეიმებთ ჩვენს გამარჯვებას. და ბოლოს, წარმატებას ვუსურვებ თითოეულ ქორეოგრაფსა და მოცეკვავეს, რომელთა აქტიურობა და მოღვაწეობა მნიშვნელოვანია და აუცილებელია ჩვენი ქვეყნის ავთენტურობის შესანარჩუნებლად.

გამისონია მურმან საქართველოს  ქორეოგრაფთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი, საქართველოს  ქორეგრაფთა კავშირის „ამაგდარისა“ და „ბრწყინვალების“ ორდენების, ქ. თბილსის მერიის   „კულტურის დესპანის“ წოდებისა და მედლის მფლობელი, UNESCO-CID ცეკვის  საერთაშორისო  საბჭოსა და ფოლკლორული ფესტივალების ევროპული ასოციაცია-EAFF წევრი;


GEODANCE.GE - 6-05-2021, 22:25

FACEBOOK კომენტარები