გახდი ავტორი:

გამარჯობა!

თუ გაქვს სურვილი, შენი ცოდნა და ნააზრევი გაუზიარო საზოგადოებას, გიფიქრია ქორეორგაფიულ,ან ნებისმიერ სახელოვნებო საინტერესო საკითხზე და გსურს, იმსჯელო მათ შესახებ სხვა დაინტერესებულ ადამიანებთან ერთად, მაშინ პროექტი „ჯეოდენს“ geodance.ge არის ის, რაც ამ მიზნის განხორციელებაში დაგეხმარება.

ჩვენ ვუხმობთ გონიერ ადამიანებს საინტერესო თემებზე სამსჯელოდ. პროექტის მიზნებიდან და არსიდან გამომდინარე „ჯეოდენს“ ვებ-გვერდზე განთავსებულ ბლოგს უნდა ჰქონდეს ანალიტიკური შინაარსი. ის არ უნდა იყოს შემოსაზღვრული მხოლოდ მშრალი ფაქტებით. სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ „ჯეოდენს“ შენი ბლოგი გამოქვეყნდეს, ის უნდა აკმაყოფილებდეს მინიმალურ შინაარსობრივ მოთხოვნებს, რომლებსაც დეტალურად გაეცნობით “ჯეოდენს” წესების დოკუმენტში (იხილეთ ქვევით).


თუ შენ განსაკუთრებით გიზიდავს და გიყვარს ხელოვნება, კულტურა, მეცნიერება, გაინტერესებს ადამიანების გარშემო მომხდარი მოვლენები, მაშინ ეს პლატფორმა სწორედ შენთვის შეიქმნა – გამოგვიგზავნე ანალიტიკური ბლოგი შენთვის სასურველ თემაზე და „ჯეოდენს“ საშუალებით გააცანი ის საზოგადოებას. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მოხარულები ვიქნებით თითოეული ახალი ავტორის, ახალი იდეისა და ნააზრევის გამოჩენისას.


იხ.დოკუმენტი

გისურვებთ წარმატებებს!