საერთაშორისო ფესტივალი-კონკურსი არტ-ფოლკ ფესტ ზაფხული 2020 20-29 აგვისტო 2020

საერთაშორისო ფესტივალი-კონკურსი არტ-ფოლკ ფესტ ზაფხული 2020 20-29 აგვისტო 2020

საერთაშორისო ფესტივალი-კონკურსი
არტ-ფოლკ ფესტ ზაფხული 2020
20-29 აგვისტო 2020

დებულება

ფესტივალის ორგანიზატორი: კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი „არტ-ფოლკი“

მხარდამჭერი ორგანიზაციები: იუნესკოს ცეკვის საერთაშორისო საბჭო (CID); ევროპის ფოლკლორული ფესტივალების ასოციაცია (EAFF); აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო; საქართველოს კულტურის პალატა, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი; კულტურის ინსტიტუტი.

ფესტივალის ჩატარების თარიღი და მდებარეობა:

საქართველო, ქალაქი ქობულეთი, ქალაქი ბათუმი - 20-29 აგვისტო

ცეკვისა და სიმღერის საერთაშორისო ფესტივალი-კონკურსი გამიზნულია სხვადასხვა ასაკის და ცეკვის/სიმღერის სხვადასხვა კატეგორიების ჯგუფებსა და სოლო შემსრულებლებისთვის მონაწილეობის მისაღებად. ეს არის ბავშვების, ახალგაზრდებისა და უფროსებისთვის შესაძლებლობა წარმოაჩინონ საკუთარი ტალანტი უძველესი ისტორიის მქონე საქართველოს უნიკალურ ატმოსფეროში და გაატარონ დაუვიწყარი დღეები უმშვენიერეს ქვეყანაში, პრესტიჟულ ღონისძიებაში მონაწილეობასთან ერთად.

კონკურსის ერთ გამარჯვებულს გადაეცემა გრან-პრი 1000 ევროს ოდენობით (ყველა კატეგორიიდან არჩეული). გამარჯვებულს შეარჩევს პროფესიონალური, კომპეტენტური ჟიური. ჩვენი მდიდარი გამოცდილება, „არტ-ფოლკს“ შესაძლებლობას აძლევს იყოს ლიდერი საერთაშორისო ფესტივალების და კონკურსების გამართვის კუთხით საქართველოში.

შენიშვნა: კონკურსში მონაწილეობა არჩევითია. ჯგუფებს, სოლო შემსრულებლებს აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ ყველა საფესტივალო ღონისძიებაში, კონკურსანტის სტატუსის გარეშე და გახდნენ ფესტივალის ლაურეატები. გთხოვთ, განაცხადის შევსებისას მიუთითოთ ფესტივალში მონაწილეობის თქვენი არჩევანი - ლაურეატის, თუ კონკურსის მონაწილის სტატუსით.

ფესტივალ-კონკურსის კონცერტების ჩატარების ადგილები:

ბათუმის მუსიკალური ცენტრი

https://www.tripadvisor.com/Attraction_Review-g297576-d6984734-Reviews-Batumi_State_Musical_Center-Batumi_Adjara_Region.html

ბათუმის საზაფხულო თეატრი

https://www.google.com/maps/uv?hl=ka&pb=!1s0x406786415f6aaaab%3A0xb46019cc202cb213!2m22!2m2!1i80!2i80!3m1!2i20!16m16!1b1!2m2!1m1!1e1!2m2!1m1!1e3!2m2!1m1!1e5!2m2!1m1!1e4!2m2!1m1!1e6!3m1!7e115!4shttps%3A%2F%2Flh5.googleusercontent.com%2Fp%2FAF1QipP6c9m-fN9sFOhTUmMYee8FO9Ga-MB6bb-33n08%3Dw240-h160-k-no!5zYmF0dW1pIHN1bW1lciB0aGVhdHJlIC0gR29vZ2xlIOGDq-GDlOGDkeGDnOGDkA!15sCAQ&imagekey=!1e10!2sAF1QipP6c9m-fN9sFOhTUmMYee8FO9Ga-MB6bb-33n08&sa=X&ved=2ahUKEwjiuJrlg_PjAhWOQxUIHeIeC-UQoiowCnoECA4QBg

ფესტივალის მიზანი:

• ხელოვნების განვითარება; მსოფლიო კულტურის პოპულარიზაცია; მონაწილეთა შორის გამოცდილების გაზიარება; ურთიერთპატივისცემის და ტოლერანტობის გაძლიერება; სახელოვნებო კონტაქტების გაღრმავება; ქართული და მსოფლიო ხელოვნების პოპულარიზაცია.

მონაწილეობის პირობები: მონაწილეები წარმოადგენენ ორ ნომერს (3-5 წუთი). ფესტივალის დასკვნით, გალა კონცერტზე მონაწილეები წარსდგებიან ერთი ნომრით. მუსიკა შეიძლება იყოს ცოცხალი, ან ფონოგრამა. ფესტივალში მონაწილეობის განაცხადთან ერთად მონაწილეები წარმოადგენენ საკუთარ პროგრამას (აუდიო, ვიდეო ფაილები წინა გამოსვლებიდან, ჯგუფის/შემსრულებლის მოკლე ისტორია და ფოტოსურათები საფესტივალო ჟურნალში განსათავსებლად). ფესტივალის ყველა მონაწილე მიიღებს ფესტივალის ლაურეატის დიპლომს და სხვადასხვა სამახსოვრო პრიზს.
ასაკობრივი კატეგორია:
შეზღუდული არ არის
მონაწილეები:
ჯგუფები
ცეკვა

- ფოლკლორული ცეკვის ჯგუფები (აუთენტური და სტილიზებული);
- კლასიკური ცეკვის ჯგუფები;
- თანამედროვე ცეკვა (ჯაზი, მოდერნი, ნეოკლასიკა და ა.შ.);
- Street dance (ჰიპ-ჰოპი, დისკო, ტექნო, ბრეიკ-დანსი და სხვა სტილები).
ვოკალი

- აკადემიური სიმღერა;
- ჯაზი/როკი/რეპი;
- ფოლკლორი;
- პოპი.

ინსტრუმენტალური/ორკესტრი

სოლო შემსრულებლები
ვოკალი

ქორეოგრაფია

ინსტრუმენტალური წარმოდგენა
ჯილდოები:
ფულადი გრან-პრი ერთი გამარჯვებულისთვის - 1000 ევრო, ყველა კატეგორიიდან არჩეული ერთი გამარჯვებულისთვის.

სხვა დანარჩენ კატეგორიებში გამარჯვებულები მიიღებენ სპეციალურ პრიზებს (არა ფულადს).

ჟიურის აქვს უფლება არ გასცეს პრიზი, ან მოახდინოს მისი დუბლირება საკუთარ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით.
ჟიური:
• ჟიურის შემადგენლობა მტკიცდება კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ;
• ჟიურის შემადგენლობაში იქნებიან კულტურის და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები, ცნობილი არტისტები: კომპოზიტორები, მომღერლები, ქორეოგრაფები და ა.შ.;
• იმ შემთხვევაში, თუკი გრან-პრის მისაღებად შესაფერისი კანდიდატი არ გამოვლინდება, ჟიურის აქვს უფლება ის საერთოდ არ გასცეს;
• გადაწყვეტილების მიღებისას ჟიური არ ხელმძღვანელობს ეროვნული, სოციალური ან მატერიალური სტატუსის პრიორიტეტებით;
• ჟიურის გადაწყვეტილებები გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
• საორგანიზაციო კომიტეტი არ არის პასუხისმგებელი ჟიურის გადაწყვეტილებებზე.
ფესტივალში და კონკურსში მონაწილეობის გადასახადი: თვითდაფინანსების პრინციპის შესაბამისად, ყოველი მონაწილე ჯგუფი/სოლო შემსრულებელი იხდის შემდეგ გადასახადს თითოეულ მონაწილეზე:
• EURO 200 – 10 დღე – სასტუმრო (3, 4 და 5 ადგილიანი ნომრები), სამჯერადი კვება, ფესტივალის განმავლობაში ტრანსპორტით უზრუნველყოფა;
• EURO 250 – 10 დღე – 2-ვარსკვლავიანი სასტუმრო (3 და 4 ადგილიანი ნომრები), სამჯერადი კვება, ფესტივალის განმავლობაში ტრანსპორტით უზრუნველყოფა;
• EURO 300 – 10 დღე – 2-ვარსკვლავიანი სასტუმრო (2, 3 და 4 ადგილიანი ნომრები), სამჯერადი კვება, ფესტივალის განმავლობაში ტრანსპორტით უზრუნველყოფა;
• EURO 350 – 10 დღე - 3-ვარსკვლავიანი სატუმრო (2 და 3 ადგილიანი ნომრები), სამჯერადი კვება, ფესტივალის განმავლობაში ტრანსპორტით უზრუნველყოფა.

კონკურსში მონაწილეობის დამატებითი გადასახადია EURO 300 ჯგუფებისთვის და EURO 50 სოლო შემსრულებლებისთვის.
შენიშვნა: სასტუმროები განთავსებულია ქალაქ ქობულეთში; კონკრეტული სასტუმრო შეირჩევა მას შემდეგ რაც ფესტივალში მონაწილეობის მსურველი ჯგუფი/სოლო შემსრულებელი შეარჩევს სასურველ პაკეტს.
მონაწილეობის გადასახადი ითვალისწინებს:
• 10-დღიანი ცხოვრება კომფორტულ ოთახებში, ტელევიზორით, ცალკე აბაზანით;
• 10 დღე სამჯერადი კვება;
• ექსკურსიები;
• ფესტივალის განმავლობაში თანამშრომლების მხრიდან სრული დახმარება და მხარდაჭერა.
* ორადგილიანი ნომრისთვის დამატებითი გადასახადი (200 და 250 ევროს პაკეტის შერჩევის შემთხვევაში - 5 ევრო დღეში, ერთ ადამიანზე.
* ერთადგილიანი ნომრისთვის დამატებითი გადასახადი 10 ევრო დღეში, ერთ ადამიანზე.
მოთხოვნის შემთხვევაში ორგანიზატორი, დამატებითი გადასახადის გადახდით, უზრუნველყოფს აეროპორტიდან სასტუმრომდე ტრანსფერს.

მონაწილეობის გადასახდში არ შედის:
• დამატებითი დღე სასტუმროებში: 20, 25, 30, 35 ევრო დღეში ერთ ადამიანზე (შერჩეული პაკეტის შესაბამისად);
• დამატებითი ექსკურსიები;
• მგზავრობა საქართველომდე, დაზღვევა.
განაცხადის გაკეთების უკანასკნელი ვადა: 30/07/2020 – განაცხადის გაკეთების და ორგანიზატორების მხრიდან შესაბამისი ინვოისის მიღებისთანავე მონაწილე ჯგუფი/ინდივიდუალური შემსრულებელი იხდის მთლიანი გადასახდელი თანხის 50% ავანსს. დარჩენილი 50% გადაიხდება ფესტივალის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა.

ჩვენი საბანკო რეკვიზიტები:

Account With Institution: Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22; 29a Gagarin street, Tbilisi 1060, Georgia
Beneficiary: NNLE Culture and Art Development Union Art-Folk
Account: GE10BG0000000265131700

მისამართი: 26 Ts. Dadiani Str., Tbilisi, Georgia
Tel-Faxs: +99532 35 48 41; Mob:+995 598 35 48 41
E-mail: qor.union@gmail.com. Murman_gtu@mail.ru. www.artfolk.ge www.qor.ge. Facebook – Art-Folk

FACEBOOK კომენტარები