ვინ არის ქორეოლოგი ?

ვინ არის ქორეოლოგი ?

ქორეოგრაფიაზე ან კიდევ ქორეოგრაფის პროფესიულ
საქმიანობაზე საუბრისას ჩვენ უკვე გავარკვიეთ, რომ აღნიშნული
სიტყვა ბერძნული წარმოშობისაა. ვიცით ისიც, რომ „ქორეა“-
„ქორეო“ ცეკვას, საცეკვაო მოძრაობებს აღნიშნავს. მაგრამ გაჩნდა
ახალი ტერმინი „ქორეოლოგი“ და ახლა მის შინაარსში უნდა
გავერკვეთ. უფრო ზუსტად უნდა გავიგოთ რას აღნიშნავს სიტყვის
მეორე ნაწილი -„ლოგო“, „ლოგია“, და ა.შ. ძველბერძნულად „ლოგია“
–„ლოგოსი“ კვლევას, ძიებას, შესწავლას და შეცნობას აღნიშნავს.
აქედან გამომდინარე „ქორეოლოგია“ ცეკვის შემსწავლელი
მეცნიერებაა, ხოლო „ქორეოლოგი“ ის ადამიანია, ვინც ცეკვის
ხელოვნების საიდუმლოებებს, მისი წარმოშობა-განვითარების
ისტორიას სწავლობს და დღევანდელ მდგომარეობასაც აკვირდება.
ამრიგად, უნდა დავიმახსოვროთ, რომ „ქორეოლოგი“
ცეკვის ხელოვნების შემსწავლელი მეცნიერ-მკვლევარია.
გვახსოვდეს: ქართულ ქორეოლოგიურ მეცნიერებას
ჰყავდა უაღრესად დამსახურებული ადამიანები. მათ შორის უნდა
დავასახელოთ: პროფ. დიმიტრი ჯანელიძე, ლილი გვარამაძე,

დავით ჯავრიშვილი, ავთანდილ თათარაძე...
დღეისათვის მათ მიერ დატოვებულ ტრადიციებს
წარმატებით აგრძელებს მკვლევართა ჯგუფი, რომლებიც ახალახალი ნაშრომებით ამდიდრებენ ქართული ქორეოგრაფიული
მეცნიერების საგანძურს.

FACEBOOK კომენტარები