ილიკო სუხიშვილი

ილიკო სუხიშვილი

თავდაპირვალად ყმაწვილი მშობლებმა სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. 1917 წლიდან სწავლა განაგრძო მეორე შრომის სკოლაში, რომელიც 1924 წელს დაამთავრა. პარალელურად მეცადინეობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებულ პერინის სტუდიაში. 1926 წელს ქართული ხალხური ცეკვების სტუდიის დამთავრების შემდეგ ოპერისა და ბალეტის თეატრის მოცეკვავეა, მოგვიანებით კი სოლისტია და დამდგემელ-ქორეოგრაფი. საქართველოს გარდა, იგი წარმატებით გამოდიოდა მოსკოვის დიდ თეატრში (რუბინშტეინის "დემონი", გლინკას "რუსლან და ლუდმილა", სერგეი პროკოფიევის ბალეტი "კუზიანი კვიცი") და ამავე დროს მუშაობდა ბალეტმაისტერ კასიან გოლეიზოვსკის ასისტენტად, პარალელურად სწავლობდა ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში.

1932 წელს ი. სუხიშვილი სტაჟირებაზეა მოსკოვის დიდ თეატრში ცნოილ ბალეტმაისტერ გოლეიზოვსკისთან. ამავე დროს იგი ცეკვის ხელოვნებას იმდიდრებდა და ხვეწდა ლუნაჩარსკის სახელობის სასწავლებელში. 1935 წელს სამშობლოში დაბრუნდა და იმავე წელს მონაწილეობა მიიღო ლონდონში ხალხური ცეკვების პროფესიონალ შემსრულებელთა მსოფლიო ფესტივალზე, სადაც მან ფესტივალის ლაურეატის წოდება და მედალი დაიმსახურა.

1936 წლიდან კვლავ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი და ბალეტმაისტერია. სხვადასხვა დროს მას დადგმული აქვს ცეკვები ზაქარია ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერსა" და "დაისში" (თბილისისა და კიევის ოპერის თეატრები), დოლიძის "ქეთო და კოტეში" (კიევი), ქართული ცეკვები საბჭოთა არმიის წითელდროშოვან სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში (ხელმძღვანელი ალექსანდრე ალექსანდროვი, მოსკოვი); მანვე დადგა კ. კავოსის ბალეტი "კავკასიელი ტყვე" (კიევი). ილიკო სუხიშვილის შემოქმედებით ბიოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია 1945 წელს, როდესაც მან, ნინო რამიშვილთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს, რომელმაც მსოფლიოს გააცნო ქართველი ერის უძველესი და უმდიდრესი ისტორია და კულტურა.


ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი
ილიკო სუხიშვილი ორმოცდაათ წელზე მეტ ხანს ემსახურა საქართველოს ქორეოგრაფიული ცხოვრების აღორძინების საქმეს.

დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ქართული ხალხური ქორეოგრაფიის განვითარების საქმეში უდიდესი ღვაწლისა და ეროვნული კულტურის დაუღალავი პროპაგანდისათვის მრავალი საპატიო წოდებისა და ჯილდოს მფლობელი გახდა.

ლაურეატი, მედალი — „ხალხური ცეკვის პროფესიულ შემსრულებელთა მსოფლიო ფესტივალი“ — 1935, ლონდონი.
„ლენინის ორდენი“ — 1965
„შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია“ — 1971
მთავრობის სხვა საპატიო სიგელები და მედლები

წოდებები რედაქტირება
„საქართველოს რესპუბლიკის სახალხო არტისტი“
„სსრკ სახალხო არტისტი“
„სახელმწიფო პრემიის ლაურეატი“
ლიტერატურა რედაქტირება
ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 327, თბ., 1994

FACEBOOK კომენტარები