ჩვენ შესახებ

„Geodance.ge“GEORGIAN DANCE NEWS " სიახლეები ქართული ცეკვის შესახებ" (ინტერნეტ მედია ტელევიზია) ვებ-სივრცეში გაჩნდა ტელევიზიები, რომლებიც მხოლოდ ინტერნეტში მაუწყებლობენ და მათ მიერ შეთავაზებული სატელევიზიო პროდუქტის ნახვა მხოლოდ ინტერნეტშია შესაძლებელი. დღესდღეობით ძალიან ბევრი ექსპერტი თვლის, რომ ინტერნეტ-ტელევიზია მომავლის ტელევიზიაა. მართალია, დღესდღეობით საქართველოში კომპიუტერების რაოდენობას ტელევიზორების რაოდენობა ჯერ კიდევ აჭარბებს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მომავლის ტელევიზიას ქართულ ვებ-სივრცეში საფუძველი უკვე ჩაეყარა. პირველი ინტერნეტ-ტელევიზია "GEODANCE.GE" (https://geodance.ge) ქართული ცეკვის კულტურის საერთაშორისო ცენტრის და ახალგაზრდა ქორეოგრაფთა ასოციაციის ინიციატივით შეიქმნა და ინტერნეტ სივრცეში 2020 წლის 25 მარტს გავიდა. ცენტრმა, რომელიც მივიწყებული ქართული კულტურის, ისტორიის, ენისა და ტრადიციების მიმართულებით მუშაობდა, ეს საკითხები თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინტერნეტს დაუკავშირა და დაკარგვის საფრთხის წინაშე მდგომი ლაზური დიალექტის გადარჩენის მიზნით, ინტერნეტ-ტელევიზია დააარსა. ინტერნეტზე კი არჩევანი მისი სპეციფიკიდან გამომდინარე შეჩერდა: იქიდან გამომდინარე რომ მსოფლიოში განვითარებულია ინტერნეტი და, ამასთან, მისი დახმარებით ტელევიზიის ყურება შესაძლებელია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ვებ-სივრცე გაცილებით თავისუფალია: "მას არ სჭირდება სიხშირე, ლიცენზიები, აქ გამორიცხულია ცენზურა..ძალიან მალე ინტერნეტი მასმედიის მძლავრ საშუალებად იქცევა, ქართულ ვებ-სივცეში კი ამ კუთხით პირველი ნაბიჯი ჩვენ უკვე გადავდგით".ინტერნეტ-აუდიტორია მალე გაუტოლდება სატელევიზიო აუდიტორიას. ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია სატელევიზიო ეთერის ორგანიზებისთვის, კატასტროფულად დიდია ინტერნეტ-ფორმატში მაუწყებლობის ორგანიზებისთვის საჭირო ხარჯებთან შედარებით. ინტერნეტ-ტელევიზიას ფუნქციონირებისთვის სჭირდება გაცილებით ნაკლები ტექნიკური და ადამიანური რესურსები. ასე რომ, ამ სფეროს განვითარებას სულ ახლო მომავალში უნდა ველოდოთ", რომ დღეს არსებული ქსელების გამტარუნარიანობა და უახლესი ვიდეო კომპრესიის შესაძლებლობები საშუალებას იძლევა ინტერნეტ-მაუწყებლობა მარტივად და იაფად განხორციელდეს. რაც შეეხება მათ, ვისაც ინტერნეტ-ტელევიზიის შექმნა სურთ და აინტერესებთ რა არის საჭირო ამ საქმიანობის დასაწყებად: ტექნიკურად ინტერნეტ-მაუწყებლობის გასახორციელებლად საკმარისია მძლავრი სერვერი, დიდი გამტარუნარიანობის შეერთება ლოკალურ და გლობალურ ქსელთან და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა მედიასტრიმინგის უზრუნველსაყოფად. ხოლო ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია ინტერნეტ ტელევიზიის ორგანიზებასთან, პირდაპირპროპორციულია იმ რიცხვისა, რომელიც განსაზღვრავს თქვენი ერთდროული მომხმარებლების რაოდენობას. ჩვენი მიზანია, წვლილი შევიტანოთ ქართული ქორეოგრაფიის ხარისხიან და სწრაფ განვითარებაში. „Geodance.ge“ ვებგვერდზე ახალგაზრდა, ენერგიული, უმაღლესი დონის პროფესიონალი მსახიობ-მოცეკვავეები,ქორეოგრაფეები,ჟურნალისტები მუშაობენ. ვებგვერდი გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის მასალებით. © www.Geodance.ge