აკრედიტირებული კულტურის ინსტიტუტი აცხადებს სტუდენტების მობილობას 2021-2022 სასწავლო წლისათვის ქართული ცეკვების ქორეოგრაფ - რეპეტიტორთა მომზადების კურსებზე.

აკრედიტირებული კულტურის ინსტიტუტი აცხადებს სტუდენტების მობილობას 2021-2022 სასწავლო წლისათვის ქართული ცეკვების ქორეოგრაფ - რეპეტიტორთა მომზადების კურსებზე.

აკრედიტირებული კულტურის ინსტიტუტი  აცხადებს სტუდენტების მობილობას 2021-2022 სასწავლო წლისათვის ქართული ცეკვების ქორეოგრაფ - რეპეტიტორთა  მომზადების  კურსებზე.
 
 მობილობის მსურველ პირთა (სტუდენტთა) ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია დაიწყება - 16 იანვრიდან, რეგისტრაციის პროცესი გაგრძელდება - 30 იანვარი 18.00 საათამდე.  
ყურადღება:  ის სტუდენტები, რომლებიც არაფორმალურ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ 2021-2022 წელს ,უნდა აკმაყოფილებდნენ მიმღები პროგრამის დაშვების წინაპირობებს და ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სავალდებული საგანი/საგნები (გადალახული უნდა ჰქონდეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი). 
 
დეტალური ინსტრუქციის სანახავად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ელექტრონულ პორტალს:   https://artfolk.ge/festivalebi/mimdinare-festivalebi/article/89017-momzadeba-gadamzadebis-ortslian-kursebis-studenttha-sayuradghebod-mimdinare-tslis-6-7-seqtembers-gaimartheba-shemoqmedebithi-turi
 
 დაეუფლეთ პროფესიას:

1. გაიარე თეორიული და პრაქტიკის ქართული ცეკვების სრული სასწავლო კურსი;

აიღეთ :

· ინსტიტუტის სახელწიფო სერტიფიკატი;
· UNESCO- ცეკვის საერთაშორისო საბჭოს (CID) საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიკატი;

- კურსებზე მიიღებიან საბაზო და საშუალო საფეხურის განათლების მქონე ახალგაზრდები;
- სრული ორწლიანი კურსის ღირებულება: 3000 ლარი (წელიწადში 1500 ლარი);
- წარჩინებული სტუდენტები დასაქმდებიან!

წარსადგენი დოკუმენტების სია:

პირადობის მოწმობის ასლი;
2-ცალი ფოტოსურათი, ზომით 3X4;
განათლების ცენზის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ცნობა დღევანდელი სამუშაოადგილიდან (რომელ ანსამბლში მუშაობს ან ცეკვავს);
(მე-4 პუნქტი არ ეხება პირებს, რომლებიც დღეისათვის არანაირი საქმიანობას არ ეწევიან);
განცხადება (სპეციალური ფორმა ივსება ადგილზე ან ონლაინ


შემოქმედებითი ტურის მოთხოვნები


·         აბიტურიენტების ვიზუალი უნდა შეესაბამებოდეს ქორეოგრაფიულ სტანდარტებს;
·         საკუთარი  ცეკვის შესასრულებლად უნდა იქონიონ საჭირო რეკვიზიტები;
·         აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ საცეკვაო ფრაგმენტები (არანაკლებ ოთხისა - შესაძლებელია სხვადასხვა ჟანრის ქორეოგრაფიული  ფრაგმენტის შესრულება)
·         ცეკვის მუსიკალური აკომპანიმენტი ჩაწერილი უნდა ჰქონდეთ 2 CD  დისკზე ან მეხსიერების ბარათზე/რეგისტრაციის დროს წინასწარ მიუთითონ აკომპანიმენტის საჭიროება და შესასრულებელი ცეკვის დასახელება;
·         ცეკვა „ქართული“- ს შესრულება აუცილებელი მოთხოვნაა!
 
შემოქმედებითი ტურის შეაფასების  კრიტერიუმები



          თითოეული საკონკურსო ნამუშევარი საგამოცდო კომისიის მიერფასდება 100 ქულიანი სისტემით მოცემულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის ერთობლიობით, საბოლოო ქულა გამოიყვანება კომისიის მიერ დაჯამებული ქულების საშუალო არითმეტიკულით. აბიტურიენტმა უნდა გადალახოს 51% პროცენტი
1.     ცეკვის კომპოზიცია 0-30 ქულა:
1.1.კომპოზიციის დრამატურგიული ლოგიკა  - 0-10 ქულა
1.2.საცეკვაო დარბაზის რაციონალური გამოყენება  - 0 – 10
1.3.საცეკვაო ელემენტების არჩევანი, მათი კომბინაციები და ვარიანტულობა 0- 10
2.    საცეკვაო ტექნიკა  - 0- 50 ქულა:
2.1.ქორეოგრაფიული ლექსიკა (მოძრაობათა შესაბამისობა არჩეული ცეკვის სტილთან -მიმართულებასთან) -0-10
2.2.მოძრაობის სირთულის დონე, ორიგინალობა, საცეკვაო მოძრაობების გონივრულად გადაბმის უნარი 0-10
2.3.შესრულების ხარისხი  0-10
2.4.სხეულის კოორდინაცია, სიმყარე; ელევაცია (ნახტომები) 0-10
2.5.მუსიკალურობა (მელოდიისა და რიტმის შეგრძნება) - მუსიკაზე ცეკვის უნარი 0-10  
3.    საცეკვაო იმიჯი, ვიზუალი - 0 - 20 ქულა:
3.1.არტისტიზმი - არჩეული სახის გადმოცემის უნარი, პლასტიკა, მიმიკა, მოძრაობის შესაბამისობა ესთეთიკურ ნორმებთან, მანერა, რეკვიზიტის გამოყენების უნარი  - 0-10
3.2.თვითპრეზენტაციის უნარი - ცეკვის ემოციური და თავისუფალი შესრულება 0-10
სულ  100
9-10 ქულა – სრულად არის დაცული კრიტერიუმი;
7-8 ქულა– ძირითადად არის დაცული კრიტერიუმი;
5-6 ქულა – ნაწილობრივ არის დაცული კრიტერიუმი;
3-4 ქულა – კრიტერიუმი ნაწილობრივ ნაკლოვანია;
1-2 ქულა - კრიტერიუმი ძირითადად ნაკლოვანია;
0-     ქულა – არ არის დაცული კრიტერიუმი.



მხარდამჭერი ორგანიზაციები:
• იუნესკოს ცეკვის საერთაშორისო საბჭო (CID);
• ა(ა)იპ საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემია;
• ა(ა)იპ ეროვნული ქორეოგრაფიის ცენტრი „გე არტ“ :
• ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი არტ-ფოლკი;
• ფოლკლორული ფესტივალების ევრპული ასოციაცია - (EAFF);



დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
ტელ: +995 32 2060821; +995 32 2354821;
მის: ქ.თბილისი ცოტნე დადიანის 26
Mob: +995 593 148326; +995 599556928;

FACEBOOK კომენტარები
მსგავსი სიახლეები
ა(ა)იპ “კულტურის ინსტიტუტი” აცხადებს სტუდენტების მიღებას 2021-2022 სასწავლო წლისათვის ქართული ცეკვების ქორეოგრაფ - რეპეტოტორის, სამეჯლისო-სპორტული ცეკვების მწვრთნელის მომზადება-გადამზადების ორწლიან კურსებზე
ა(ა)იპ “კულტურის ინსტიტუტი” აცხადებს სტუდენტების მიღებას 2021-2022 სასწავლო წლისათვის სამსახიობო ხელოვნების მომზადება-გადამზადების ორწლიან კურსებზე: დაეუფლეთ პროფესიას:
კულტურის ინსტიტუტში აგრძელებს 2020-2021 სასწავლო წლისათვის სტუდენტების საბუთების მიღებას ქორეოგრაფ-რეპეტიტორთა მომზადება-გადამზადების ორწლიან კურსებზე:
ა (ა) იპ კულტურის ინსტიტუტი აცხადებს სტუდენტების მიღებას
რეკლამა