banner
banner
banner
banner

" />

საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემიის, არტ-ფოლკის ორგანიზებით ქ.ქობულეთში 14 ივლისს 17:00 საათზე არტ-ფოლკ ფესტ ზაფხული 2021 გაიმართა

საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემიის, არტ-ფოლკის ორგანიზებით ქ.ქობულეთში 14 ივლისს 17:00 საათზე არტ-ფოლკ ფესტ ზაფხული 2021 გაიმართა

ქ.ქობულეთში "არტ-ფოლკ ფესტ"-ის პირველი საფესტივალო კონცერტი გაიმართა

14 ივლის ქობულეთის ცენტრალურ პარკში მდებარე ღია სცენაზე   „კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი არტ-ფოლკისა“ და საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემიის ორგანიზებით ტრადიციული პირველი საერთაშორისო ფესტივალი „არტ-ფოლკ ფესტი ზაფხული 2021“ გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,, ორიონი “ სახალხო სანიმუშო ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,კიდევაც დაიზრდებიან“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის, ხელოვნებისა და განვითარების ცენტრის  ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,, ცისკარი “  ბავშვთა  ქორეოგრაფიული ანსამბლი ,, სენაკი “  კასპის სახალხო სანიმუშო ბავშვთა  ქორეოგრაფიული ანსამბლი ,, მეტეხი “  ქ. ქუთაისის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,, აფხაზეთი“  ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,, ბაგრატი “  ქორეოგრაფიული ანსამბლი ,, ნაკადული “  ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე ანსამბლი ,, მტრედები “ ვოკალური ანსამბლი  ,, ქართული ჰანგები “  ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე ანსამბლი  ,, თუთარჩელა “   ლატვიის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,, ლეიქსმენ “  და კაზახისტანის ვოკალური ჯგუფი,  კონცერტი  მიყავდა პაატა თედიაშვილს. მონაწილეებმა საკუთარი ქვეყნების ტრადიციული კულტურა ერთ-ერთი ნომრით წარმოადგინეს.  საერთაშორისო ფესტივალი 21 ივლისამდე გაგრძელდება და მას  დააგვირგვინებს გრანდიოზული გალა-კონცერტი, სადაც მონაწილეები ქართული და უცხოური ანსამბლები სპეციალური დიპლომებითა და საპატიო პრიზებით დაჯილდოვდებიან.
„არტ-ფოლკ ფესტი ზაფხული 2021 “- ს მხარსუჭერს  „იუნესკოსთან“ არსებული „ცეკვის საერთაშორისო  საბჭოს“ (CID), ევროპის ფოლკლორული ფესტივალების ასოციაცია (EAFF), „კულტურის ინსტიტუტი“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტი, კულტურის ცენტრი “თბილისი არტ-ჰოლი“ და  Hotel Le Figaro.
საინფორმაციო მხარდაჭერები არიან :  მედია-საინფორმაციო კომპანია „TV-12“, ტელეკომპანია "ვარსკვლავები".

FACEBOOK კომენტარები