banner
banner
banner
banner

საერთაშორისო ფესტივალი „არტ-ფოლკ ფესტ ზაფხული 2021“

საერთაშორისო ფესტივალი „არტ-ფოლკ ფესტ ზაფხული 2021“

მიმდინარე წლის 14 ივლის ქობულეთის ცენტრალურ პარკში მდებარე ღია სცენაზე,  18 ივლის ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი; 20 ივლის . ბათუმის საზაფხულო თეატრიში „კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი არტ-ფოლკისა“ და საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემიის ორგანიზებით გაიმართება ტრადიციული საერთაშორისო ფესტივალი „არტ-ფოლკ ფესტ ზაფხული 2021“.

            მიუხედავად  პანდემიისა „კავშირი არტ-ფოლკის“ მიერ გაწეული წარმატებული მუშაობის შედეგად, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 30 -მდე ჯგუფი (500-ზე მეტი მონაწილე სცენაზე), საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე სახელოვნებო ჯგუფები უცხოეთიდან ლატვია, ყაზახისტანიდან.

            აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში პანდემიიდან გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე   „კავშირი არტ-ფოლკი“ რეგულაციების  სრული დაცვით აგრძელებს მუშაობას ქორეოგრაფიული, სასიმღერო და მუსიკალური (და არა მარტო) ხელოვნების განვითარებასა და  პოპულარიზაციას.

            „არტ-ფოლკ ფესტი ზაფხული 2021 “- ს მხარსუჭერს  „იუნესკოსთან“ არსებული „ცეკვის საერთაშორისო  საბჭოს“ (CID), ევროპის ფოლკლორული ფესტივალების ასოციაცია (EAFF), „კულტურის ინსტიტუტი“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტი, კულტურის ცენტრი “თბილისი არტ-ჰოლი“ და  Hotel Le Figaro.

საინფორმაციო მხარდაჭერები არიან :  მედია-საინფორმაციო კომპანია „TV-12“, ტელეკომპანია "ვარსკვლავები".

            „კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი არტ-ფოლკის“ მთავარ მისიას წარმოადგენს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ხელოვნების სხვადასხვა სფეროს განვითარების მხარდაჭერასა და ხელშეწყობას, საერთაშორისო კულტურული ღონისძიებების, ფესტივალებისა და სხვადასხვა ჯგუფების მსოფლიოს გარშემო საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის ორგანიზებას, და არა მხოლოდ, გზით.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

 მის: .თბილისი ცოტნე დადიანის 26
ტელ:+995 32 2060821; 
Mob: +995 593 148 326; +995 599 556 928; +995 592 002300
Email:
info.instituteofculture@gmail.com www.artfolk.ge.,



იხ.წყარო
FACEBOOK კომენტარები