საერთაშორისო ფესტივალი არტ ფოლკ ფესტი 2021 25-30 აპრილი

საერთაშორისო ფესტივალი არტ ფოლკ ფესტი 2021 25-30 აპრილი

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

ფესტივალის ორგანიზატორი:

· კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი არტ-ფოლკი.

მხარდამჭერი ორგანიზაციები:

· საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემია;

· უნესკოს ცეკვის საერთაშორისო საბჭო (CID);

· ფოლკლორული ფესტივალების ევროპული ასოციაცია - (EAFF);

· ქალაქ თბილისისა და რუსთავის მერია;

· კულტურის ინსტიტუტი.

ჩატარების დრო და ადგილი:

საქართველო, თბილისი და რუსთავი, 23-27 აპრილი 2021 წელი.

მიზანი:

ფოლკლორული შემოქმედების განვითარება, მსოფლიოსა და ქართული ფოლკლორული კულტურის გაცნობა, მონაწილეთა შორის გამოცდილების გაზიარება, ურთიერთპატივისემისა და ტოლერანტობის გრძნობის გაძლიერება, შემოქმედებითი კონტაქტების გაღრმავება, ქართული და მსოფლიოს ხალხთა ცეკვების პოპულარიზაცია, ქორეოგრაფთა კვალიფიკაციის დონის ამაღლება. ცალკეული ქვეყნებისა და რეგიონების ფოლკლორული ხელოვნების თავისებურებათა შესახებ თეორიული მოხსენებების მოსმენა, ურთიერთგაცნობისა და ცოდნის ჰორიზონტის გაფართოების მიზნით.

ფესტივალის მონაწილეები:
ფესტივალში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნისა და საქართველოს ფოლკლორული კოლექტივები, ასაკი განუსაზღვრელია.

ჩატარების პირობები:

მონაწილეები წარსდგებიან კონცერტზე ორი ნომრით (3-5 წუთით) შემდეგ ნომინაცებში: ფოლკლორული ცეკვები, ფოლკლორული სიმღერები, ანსამბლები, ხალხური გამოყენებითი ხელოვნება (გამოფენის გამართვა) დასკვნით ღონისძიებაში. მონაწილენი წარდგებიან მხოლოდ ერთი ნომრით. მუსიკალური გაფორმება დასაშვებია როგორც ცოცხალი შესრულებით ასევე ფონოგრამით. ფესტივალის მონაწილენი განაცხადთან ერთად წარმოადგენენ პროგრამას (აუდიო, ვიდეო, სარეკლამო ნიმუშებს, საგაზეთო და ბუკლეტისათვის საჭირო მასალებს), ფესტივალის მონაწილენი დაჯილდოვდებიან ლაურეატის დიპლომითა და მედლებით, ასევე ფასიანი საჩუქრებით.


ფესტივალში მონაწილეობის გადასახადი:

თვითდაფინანსების პრინციპის შესაბამისად, ყოველი მონაწილე ჯგუფი/სოლო შემსრულებელი იხდის შემდეგ გადასახადს თითოეულ მონაწილეზე:

EURO 200 – 5 დღე - სასტუმრო (3, 4 და 5 ადგილიანი ნომრები), სამჯერადი კვება, ფესტივალის განმავლობაში ტრანსპორტით უზრუნველყოფა.

EURO 250 – 5 დღე - სასტუმრო (2, 3 და 4 ადგილიანი ნომრები), სამჯერადი კვება, ფესტივალის განმავლობაში ტრანსპორტით უზრუნველყოფა.

EURO 350 – 5 დღე - 3 ვარსკვლავიანი სასტუმრო (2-3 ადგილიანი ნომრები), სამჯერადი კვება, ფესტივალის განმავლობაში ტრანსპორტით უზრუნველყოფა.

EURO 400-450 – 5 დღე - სასტუმრო (2 და 3 ადგილიანი ნომრები), სამჯერადი კვება, ფესტივალის განმავლობაში ტრანსპორტით უზრუნველყოფა.

შენიშვნა:

ფესტივალის მონაწილე ჯგუფის ყოველი მე-16 წევრი თავისუფლდება გადასახადისაგან. ფესტივალის ყველა ქართული კოლექტივი განაცხადთან ერთად ერთ მონაწილეზე შემოიტანს ერთ (1) კონცერტზე -10 ლარი, ორი (2) კონცერი -15 ლარი, სამი (3) კონცერტი 20 ლარი.


განაცხადების მიღების ვადა:

10/04/2021 განაცხადის წარდგენასთან ერთად ფესტივალში მონაწილე კოლექტივები ახდენს გადასახდელი თანხის 50% წინასწარ გადმორიცხვას. დარჩენილი დანხა დაიფარება არაუგვიანეს ფესტივალის დაწყებიდან ერთი კვირით ადრე.

მისამართი: საქართველო, თბილისი, ცოტნე დადიანის #26 (კულტურის სახლი არტ-ჰოლი),
ტელეფონი: +995593 14 83 26, +995592 00 23 00.
E-Mail: artfolkfest@gmail.com
ვებ-გვერდი: www.artfolk.ge
Facebook: Art-Folk Art-Folk

მონაწილეთა რეგისტრაცია ანკეტა - მიმდინარე ღონისძიებები
FACEBOOK კომენტარები