ქეთევან დუმბაძემ ირაკლი ღარიბაშვილს კულტურის სფეროში რეგულაციების შემსუბუქების თხოვნით მიმართა

ქეთევან დუმბაძემ ირაკლი ღარიბაშვილს კულტურის სფეროში რეგულაციების შემსუბუქების თხოვნით მიმართა

ქეთევან დუმბაძემ ირაკლი ღარიბაშვილს კულტურის სფეროში რეგულაციების შემსუბუქების თხოვნით მიმართა
საქართველოს პარლამენტში პრემიერ მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის წევრმა ქეთევან დუმბაძემ კულტურის სფეროსთვის რეგულაციების შემსუბუქების თხოვნით მიმართა.

„ბატონო ირაკლი, ალბათ დამეთანხმებით, რომ პანდემია უკუდურესად მწვავედ შეეხო კულტურას და უმძიმესი შედეგები გამოიწვია, უმეტესობა მათგანი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. მინდა მოგმართოთ და გადმოგცეთ სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელთა თხოვნა კოვიდის რეგულაციების და აკრძალვების შესაძლო შემსუბუქების თაობაზე.

გასული წლის 3 მარტიდან კულტურის ორგანიზაციები სრულად დახურულია, არ არის დაშვებული არც ღია ღონისძიებები და არც სარეპეტიციო საქმიანობა. რთული ვითარებაა სახელოვნებო წრეების - ქორეოგრაფიული, მუსიკალური, სამხატვრო წრეების ფუნქციონირების მიმართულებით.

დაისვას საკითხი - თეატრების, ანსამბლების, ორკესტრების - სარეპეტიციო საქმიანობის აღდგენის შესახებ. რადგან თუ მათ ახლა არ მიეცათ რეპეტიციების საშუალება, აკრძალვების მოხსნის დროს მათ არაფერი ექნებათ მაყურებლის წინაშე წარსადგენი.

იქნებ განვიხილოთ გარე ღონისძიებების, თეატრების და კინოთეატრების გახსნის შესაძლებლობაც. ამ შემთხვევაშიც მათი არგუმენტი მარტივია - თუ კლასში შეიძლება 20 ბავშვის ყოფნა, თეატრში მაყურებელი შეიძლება ორი სკამის გამოტოვებით განთავსდეს.

და ბოლოს, იქნებ დავფიქრდეთ სამუზეუმო საქმიანობის აღდგენის შესახებაც (მუზეუმებში რისკები მინიმალურია, რადგან ნაკადები გამდინარეა, რეგულაციები სრულად უზრუნველყოფს უსაფრთხოებას)" აღნიშნა ქეთევან დუმბაძემ.

FACEBOOK კომენტარები