საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემიასა და თბილისში მოღვაწე ღვაწლმოსილ ქორეოგრაფებს შორის შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემიასა და თბილისში მოღვაწე ღვაწლმოსილ ქორეოგრაფებს შორის შეხვედრა გაიმართა.

2021 წლის 3 თებერვალს, საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემიასა და თბილისში მოღვაწე ღვაწლმოსილ ქორეოგრაფებს შორის შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემიის პრეზიდენტი ბატონი ალექსანდრე ქართველიშვილი, აკადემიის პირველი ვიცე პრეზიდენტი ბატონი გიგლა თურქია. შეხვედრაზე განიხილებოდა დღეისათვის არსებული ვითარება ქორეოგრაფიულ სამყაროში.

განხილული იქნა ბოლო 1 წლის განმავლობაში მსოფლიოში არსებული პანდემიური მდგომარეობა. რომელიც არსებითად აისახა საქართველოში ყველა სამოღვაწეო და სამუშაო სფეროში, განსაკუთრებით კი მძიმე აღმოჩნდა ეს პერიოდი თვითდასაქმებულ პირთათვის. ყველა ქორეოგრაფი პრაქტიკულად საარსებო შემოსავლის გარეშეა, ფინანსური და პროფესიული სტაგნაცია მერამდენე თვეა მიმდინარეობს. ასევე სხვადასხვა თემები განხილული იქნა თბილისში მოღვაწე ღვაწლმოსილ ქორეოგრაფებთან, სამომავლო გეგმებსა და მიზნების შესახებ.

ზარის მოთხოვნა
FACEBOOK კომენტარები