საერთაშორისო სატელევიზიო კონკურსი „ფერადი ზამთარი“

საერთაშორისო სატელევიზიო კონკურსი „ფერადი ზამთარი“

კონკურსის მიზანი:

საყოველთაო პანდემიის პირობებში ქართული და მსოფლიო ხალხური სიმღერისა და ცეკვის პოპულარიზაცია - განვითარებისთვის ხელშეწყობა; ქართული და უცხოური საესტრადო ხელოვნებისა და თანამედროვე სამეჯლისო ცეკვების წარმოჩენა-განვითარებისთვის ხელშეწყობა; დისტანციურ რეჟიმში მომუშავე თვითმოქმედი სტუდიების, ფოტო - ვიდეოხელოვანების, მხატვრული კითხვის მოყვარულთა, ფერმწერების, ინდივიდუალური შემსრულებლებისა და ანსამბლების საქმიანობის წარმოჩენა - პოპულარიზაცია სატელევიზიო ეთერში. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიმობნეული ხალხური კულტურის მარგალიტების შეკრება და წარმოჩინება; მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი შემოქმედებითი კოლექტივების დაახლოება და გამოცდილებათა გაზიარება; პატარებსა და მოზარდებში ხელოვნების სიყვარულის გაღვივება.



კონკურსის ხელმძღვანელობა:

მედიაჯგუფი „აჭარა P.S .“-ის დირექცია, ტელეკომპანია ტვ12

მოზარდთა მასობრივი კულტურული ღონისძიებების ასოციაცია „მაკარტი“



კონკურსის ხელმძღვანელობა ამტკიცებს დებულებასა და ხარჯთაღრიცხვას. ექსკლუზიური უფლებით ტელეკომპანია ტვ12 ახდენს კონკურსის ტრანსლაციას.


საკონკურსო ჟანრები:

ვოკალი, ქორეოგრაფია, ინსტრუმენტალური ჟანრი, თეატრალური ხელოვნება, კინო და ფოტო ხელოვნება, მხატვრობა, ლიტერატურა.

კონკურსის პირობები:

1. კონკურსის მონაწილედ ჩაითვლება ის ინდივიდუალური პირი ან კოლექტივი, რომელიც დარეგისტრირდება საორგანიზაციო კომიტეტის სპეციალურ ცხელ ხაზზე დარეკვით: 0 706 706 012 (შიდა ნომერი 2) ან 595 60 00 00, წარმოადგენს საკონკურსო ვიდეომასალას ელექტრონული ფოსტის მისამართზე: adjarapstv@gmail.com და დებულებაში მითითებულ ანგარიშის ნომერზე შესაბამისი თანხის ჩარიცხვის ქვითარს.

2. ერთ კონკურსანტს, როგორც ინდივიდუალურს, ასევე კოლექტიურს უფლება აქვს წარადგინოს ერთი ან რამდენიმე ნომერი (ნომრების რაოდენობა განსაზღვრული არ არის), თითოეული ნომრის საფასური გადაიხდება ცალკ ცალკე.

3. პირველი ტურის საკონკურსო კონცერტები ტვ12-ის ეთერში გადაიცემა იანვარ-თებერვლის განმავლობაში. ტელევიზიით მოხდება მონაწილეეების მიერ წარმოდგენილი ყველა საკონკურსო ნომრის ჩვენება, რომელთაგან შეფასებისა და ფინალური გადაცემისთვის ჟიური შეარჩევს თითო საუკეთესო ნომერს.

4. 28 თებერვალს ფინალურ გადაცემაში სატელევიზიო გალა კონცერტზე პირდაპირ ეთერში გამოვლინდებიან კონკურსის საპრიზო ადგილების მფლობელები და ნომინანტები.

მოთხოვნები: კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საორგანიზაციო კომიტეტში უნდა წარმოადგინონ:

1. საკონკურსო ნომრები ვიდეომასალების სახით გადაღებული MP4 (HD ან SD) ფორმატში, შემდეგი გაფართოებით: 1280*720 ან 1920*1080.

2. საკონკურსო ნომრის ქრონომეტრაჟი: ვოკალი - მაქს. 4 წუთი, ქორეოგრაფია - მაქს. 6 წუთი, ინსტრუმენტალური ჟანრი - მაქს. 6 წუთი, თეატრალური ხელოვნება - მაქს. 10 წუთი, ფოტო ხელოვნება/მხატვრობა - მაქს. 3 წუთი (ფოტომასალები წარმოდგენილი უნდა იყოს ვიდეოფორმატით აწყობილი ProShow Producer ან სხვა მსგავს პროგრამაში), ლიტერატურა - მაქს. 5 წუთი, კინოხელოვნება - მაქს. 8 წუთი (ვიდეო უნდა აკმაყოფილებდეს სამოყვარულო კინოს სტანდარტებს).

3. მონაწილეთა სახელობითი სია

4. კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო გადასახადის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი.

ანგარიშის ნომერი: GE58BG0000000157888800, საქართველოს ბანკი, მიმღები ჯემალ მეგრელიძე

შეფასების კრიტერიუმები:

- შემსრულებლის (შემსრულებლების) ოსტატობა;

- მოძრაობების ტექნიკა ქორეოგრაფიაში (ვოკალში სიმღერასთან შესატყვისი მოძრაობები);

- ნომრის კომპოზიციური წყობა;

- რეპერტუარის შესაბამისობა შემსრულებლის ასაკისადმი;

- სცენიურობა (პლასტიკა, კოსტიუმი, რეკვიზიტი);

- შესრულების კულტურა;

- მუსიკალური და ქორეოგრაფიული მასალის შერჩევა და შესაბამისობა;

- არტისტიზმი;

- მხატვრული შინაარსის გახსნა

- ნახატის კომპოზიციური წყობა, შინაარსი

- სწორი მეტყველება

- საკონკურსო ნომრის თემატიკა და სიუჟეტური წყობა. (პატრიოტული თემატიკა ქართული კოლექტივებისათვის);


კონკურსს აფასებს სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალი წარმომადგენლებისგან შემდგარი საერთაშორისო ჟიური.


კონკურსში მონაწილე კოლექტივებს მიენიჭება

გრან-პრი, პირველი, მეორე და მესამე ადგილები: ცალკ-ცალკე ჟანრების მიხედვით ორ ასაკობრივ კატეგორიაში 16 წლამდე და 16 წლის ზემოთ. არასაპრიზო ადგილზე გასულ მონაწილეებს მიენიჭება ნომინაციები.

დაჯილდოება:

კონკურსის მიმდინარეობა გადაიცემა ტელეკომპანია ტვ12-ის პირდაპირ ეთერში.

კონკურსის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება სამახსოვრო დიპლომებითა და მედლებით, ანსამბლების ხელმძღვანელებს გადაეცემათ მედლები, დიპლომები, ფასიანი საჩუქრები.


ფინანსური მხარე:

კონკურსის მონაწილენი გადაიხდიან თანხას

ვოკალი: ინდივიდუალური 100 ლარი, დუეტი 120 ლარი, ტრიო 150 ლარი, კვარტეტი 180 ლარი, კვინტეტი 220 ლარი, 6 და მეტი მონაწილისთვის ერთ მონაწილეზე 45 ლარი.

ქორეოგრაფია: ინდივიდუალური 100 ლარი, დუეტი 120 ლარი, ტრიო 150 ლარი, კვარტეტი 180 ლარი, კვინტეტი 220 ლარი, 6 და მეტი მონაწილისთვის ერთ მონაწილეზე 45 ლარი.

ინსტრუმენტალური ჟანრი: 100 ლარი, დუეტი 120 ლარი, ტრიო 150 ლარი, კვარტეტი 180 ლარი, კვინტეტი 220 ლარი, 6 და მეტი მონაწილისთვის ერთ მონაწილეზე 45 ლარი.

თეატრალური ხელოვნება - 1 ნომერი 200 ლარი

ფოტო ხელოვნება/მხატვრობა - 1 ნომერი 100 ლარი

ლიტერატურა - 1 ნომერი 100 ლარი

კინოხელოვნება - 1 ნომერი 100 ლარი

დამატებითი პირობების გასაგებად დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 551 97 97 00; 557 90 00 67 ან მოგვმართეთ მისამართზე: ბათუმი, დავით აღმაშენებელის ქ. #13, ტელეკომპანია ტვ12.


კონკურსის დირექტორი: ჯ. მეგრელიძე

ზარის მოთხოვნა
FACEBOOK კომენტარები