ქართული კულტურა დუბაის „Global Village“-ში

ქართული კულტურა დუბაის „Global Village“-ში

ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი მსოფლიოში, დუბაის ე.წ. „გლობალურ სოფელი“ (Dubai Global Village), აგრძელებს მსოფლიოს სახვადასხვა კუთხიდან ადამიანების მასპინძლობას. ხსენებული ობიექტი, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს 90 ქვეყნის კულტურას, პანდემიის მიუხედავად კვლავაც ერთ-ერთი პოპულარული დასვენებისა და გართობის ცენტრია. სასიხარულოა, რომ წელს დუბაის „გლობალურ სოფელში“ საქართველოს კულტურაცაა წარმოდგენილი, კერძოდ კი ქართველ მოცეკვავეთა დასით ((შოთა ჩოფლიანი, გიორგი კვანჭიანი, ბექა კემულარია, ელენე ფანცხავა და მაია ქარდავა), რომელსაც სათავეში უდგას ქალბატონი ელენე გამხუაშვილი. დუბაის „გლობალური სოფლის“ მთავარი სცენა, ყოველ საღამოს ქართულ ეროვნულ დროშასა და ნაციონალურ, ქართულ ცეკვებს მასპინძლობს!

FACEBOOK კომენტარები