ზაურ ლაზიშვილი გარდაიცვალა

ზაურ ლაზიშვილი გარდაიცვალა

საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემია მწუხარებას გამოთქვამს დიდი ხელოვანის, ღვაწლმოსილი ქორეოგრაფის და პედაგოგის ბატონი ზაურ ლაზიშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს.
ზაურ ლაზიშვილი დაიბადა 1939 წლის 21 ნოემბერს ქალაქ ბათუმში. 1976 -2004 წლებში იგი მუშაობდა ბათუმის კულტურულ საგანმანათლებლო სასწავლებლის დირექტორად, პარალელურად მოღვაწეობდა ქორეოგრაფ პედაგოგად, აღზრდილი ყავს არაერთი ცნობილი მოცეკვავე და ქორეოგრაფი.
ზაურ ლაზიშვილს სხვადასხვა დროს მიენიჭა: აჭარის დამსახურებული არტისტისა და საქართველოს სახალხო განათლების დამსახურებული მოღვაწის წოდება, გახლავთ ღირსების ორდენის კავალერი, ქორეოგრაფიის რაინდი, ბათუმის საპატიო მოქალაქე.
1996 წლიდან დღემდე საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილეა. ბატონი ზაური აჭარის უმაღლესი საბჭოს ორგზის მოწვევის დეპუტატი იყო.
2016 წელს აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ არსიანის ეზოში გაიხსნა ზაურ ლაზიშვილის სახელობის ვარსკვლავი.

FACEBOOK კომენტარები