დღეს საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემიის წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა

დღეს საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემიის წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა

დღეს პირველად გაიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემიის წარმომადგენელთა შეხვედრა. ესწრებოდნენ - მინისტრის მოადგილე ქალბატონი ეკატერინე დგებუაძე, საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემიის პრეზიდენტი ბატონი ალექსანდრე ქართველიშვილი, აკადემიის პირველი ვიცე პრეზიდენტი ბატონი გიგლა თურქია. შეხვედრაზე განიხილებოდა დღეისათვის არსებული ვითარება ქორეოგრაფიულ სამყაროში. სამინისტროსა და აკადემიის მხრიდან გამოითქვა შემდგომი ორმხრივი თანამშრომლობა.

FACEBOOK კომენტარები