ბლიც ინტერვიუ - ანატოლ (ტოკა) ოკუჯავასთან

ბლიც ინტერვიუ - ანატოლ (ტოკა) ოკუჯავასთან

მოგეწონათ ბლიც ინტერვიუ?

ქართული ცეკვა სულია ერისა!
____________________________________
მე შემიყვარდა ჩხოროწყუ!
ბლიც ინტერვიუ - ანატოლ (ტოკა) ოკუჯავასთან
დავიბადე —1947 წლის 24 მაისს, მარტვილის რაიონში.
როგორ მოხვდით ჩხოროწყუში?!
— მეგობარმა მთხოვა... მითხრა, ქორეოგრაფი არ გვყავს, იქნებ ჩამოხვიდეო. აქ რომ ჩამოვედი 29 წლის ვიყავი, ეს იყო პირველი შეხვედრა ჩხოროწყუსთან.
წასვლაზე არ გიფიქრიათ?!— არა, მე შემიყვარდა ჩხოროწყუ!
როდის დაუკავშირდა თქვენი ცხოვრება ცეკვას?! — სკოლის პერიოდში...
ცოტა რამ განვლილ წლებზე— სკოლის დავამთავრებისთანავე ცეკვა გავაგრძელე ქ.სოხუმში. შემდეგ ჩავირიცხე თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. სწავლას რომ მოვრჩი, ჩამოვედი ჩხოროწყუში. მუშაობა დავიწყე "მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში" სადაც დღემდე ვმუშაობ.
პედაგოგი ქორეოგრაფიაში — ბევრი მყავდა. რომლებიც გამოირჩეოდნენ სათანადო ცოდნით და სიმკაცრით...
ქორეოგრაფს სჭირდება უმაღლესი განათლება?!— რა თქმა უნდა...
რამდენი ანსამბლი გყავთ?! — სამი: "მეგრი", "ცისკარი" და "ნაკადული".
როგორი იყო პირველი ნაბიჯები ცეკვაში — იღბლიანი...
რატომ ცეკვა?!— შემიყვარდა, ქართული ცეკვა სულია ერისა!
რა სჭირდება პროფესიონალ მოცეკვავეს?! — ასეთად ჩამოყალიბებისთვის დაუზოგავი შრომაა საჭირო.
რა აკლია თანამედროვე ქართულ ქორეოგრაფიას?! — მრავალფეროვნება...
რამდენად მკაცრი ხართ?! —საშუალოდ მკაცრი.
დაასრულეთ ფრაზა: მე შემიძლია ვიყო— ერთგული ყველას მიმართ...
როგორია თქვენი ხელწერა ცეკვაში— განსხვავებული! ყველას თავისი ხელწერა აქვს და აქ მთავარია, შენი დადგმული ცეკვა სხვის დადგმულს არ დაემსგავსოს!
რაში დაგხმარებიათ თქვენი პროფესია?! — ბავშვების ესთეტიკურ აღზრდაში...
ახალგაზრდულად გამოიყურებით, რისი დამსახურებაა?! — ფიზიკური ვარჯიშის შედეგია.
ყველაზე ძვირფასი ახლობელი ადამიანები?!— ასეთები ბევრი მყავს, მაგრამ ოჯახის წევრებზე ძვირფასი არავინ!
დაახასიათეთ თქვენი თავი — მე სხვამ უნდა დამახასიათოს!
რა არის წარმატება — როცა ჩემი პატარა მოცეკვავეები მაყურებლის წინაშე კარგად წარსდგებიან!
რა არის სიყვარული?!— ყველაზე სათუთი გრძნობა...
სიყვარული თავგანწირვაა?! — ვისთვის როგორ... ბევრისთვის ალბათ ოცნება, ზოგისთვის გასართობი, ზოგისთვის ამოჩემება, ადამიანებიც განვსხვავდებით... მე ვფიქრობ, სიყვარული თავგანწირვის გარეშე ნამდვილი არ იქნება!
რისკიანი ხართ?! —იშვიათად.
20 წლის უკან რომ დაბრუნდეთ?! — არ ვინატრებდი...
ცხოვრებაში მთავარია?!— შეძლებისდაგვარად ბევრი კარგი და მადლიანი საქმის კეთება...
რას ერიდებით ?! — სხვის საქმეში ჩარევას...
საყვარელი მსახიობი — ოთარ მეღვინეთუხუცესი.
რას კარგავთ ხშირად?! — გასაღებს (იცინის)!.
რისი იმედი გაქვთ?!— მომავლის
როდის ხართ მშვიდად?!— მგონი არასდროს...
რა არის ყველაზე დიდი უბედურება?!— საყვარელი ადამიანის დაკარგვის განცდა!
რა გაძლევთ ბედნიერების მიზეზს —ყოველ ახალ დღესთან შეგებება...
რჩევა დამწყებ ქორეოგრაფებს?— რთული პროფესიაა, თუ ამ საქმეს თავს ბოლომდე სიყვარულით არ მიუძღვნი არაფერი გამოვა. ეს ყველაფერი წინააღმდეგობასთან, მონდომებასთან და ასევე დიდ შემოქმედებით შრომასთან არის დაკავშირებული...
რას გეგმავს თქვენი ქორეოგრაფიული ანსამბლი?! —წინ გველის ბევრი ფესტივალი. ვმუშაობთ ენერგიულად რათა ღირსეულად წარვსდგეთ ჟიურისა და მაყურებლის წინაშე.
საყვარელი ფრაზა?! "ცხოვრებასი რაც არ უნდა დიდი გახდე, გახსოვდეს რომ შენ პატარა დაიბადე"
დაასრულეთ ფრაზა: ჩხოროწყუ ჩემთვის — ყველაზე მშვიდი და საყვარელი ქალაქია. მიყვარს, რა თქმა უნდა, ჩხოროწყულეებთან ერთად...
რას ნიშნავს სამშობლო თქვენთვის?! — სამშობლო არის ყველაზე ძვირფასი და სათაყვანებელი.
დაასრულეთ ფრაზა: ყოველი ნაბიჯი — უნდა გაზომოთ!

FACEBOOK კომენტარები