კლინიკაშია, ფეხის მოტეხილობა აქვს – ხატია ეკიზაშვილი ილიკო სუხიშვილის ჯანმრთელობის შესახებ

კლინიკაშია, ფეხის მოტეხილობა აქვს – ხატია ეკიზაშვილი ილიკო სუხიშვილის ჯანმრთელობის შესახებ

“ილიკო სუხიშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება” – “პრაიმტაიმთან” აცხადებს ნაციონალური ბალეტის აღმასრულებელი მენეჯერი, ხატია ეკიზაშვილი. ავარიაში მოყოლის შემდეგ, ქორეოგრაფი კლინიკაში გადაიყვანეს და შემოწმებას გადის.



ხატია ეკიზაშვილი: – ჯანმრთელად არის, ილიკოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კლინიკაშია, ფეხის მოტეხილობა აქვს და შესაბამის მკურნალობას გადის.



ილიკო სუხიშვილი დღეს საკუთარი მოტოციკლეტით ბოძს შეეჯახა.



შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

FACEBOOK კომენტარები