ილიკო სუხიშვილი მოტოციკლით ავარიაში მოყვა

ილიკო სუხიშვილი მოტოციკლით ავარიაში მოყვა


ქართული ნაციონალური ბალეტის სუხიშვილების ხელმძღვანელი, მოცეკვავე ილიკო სუხიშვილი მოტოციკლით ავარიაში მოყვა. ავტოსაგზაო შემთხვევისას ის ბოძს შეეჯახა.
იგი საკუთარი მოტოციკლით ბოძს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავის დაშავებულა.
ანსამბლის ხელმძღვანელის, ნინო სუხიშვილის თქმით, მის ძმას ავარიის შემდეგ ფეხი წვივში აქვს მოტეხილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, აღენიშნება მოტეხილობა. ამის შესახებ ინფორმაციას ანსამბლ სუხიშვილებში ადასტურებენ.
სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა გადაუდებელი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა. მას ზედაპირული მრავლობითი ტრავმები აღენიშნებოდა. როგორც ცენტრში განმარტავენ, სუხიშვილს შესაძლოა, ქვედა კიდურის მოტეხილობა ჰქონდეს. ის შესაბამის სამედიცნიო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
ილიკო სუხიშვილი კუთვნილი მოტოციკლით ბოძს დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

FACEBOOK კომენტარები