“გადავრჩით“ - რას ამბობენ "ნაციონალურ ბალეტში“, ავარიაში მოყოლილ ილიკო სუხიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?

“გადავრჩით“  - რას ამბობენ "ნაციონალურ ბალეტში“, ავარიაში მოყოლილ ილიკო სუხიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?

"ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი ავა­რი­ა­ში მოყ­ვა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის მო­ტო­ციკ­ლით ხეს შე­ე­ჯა­ხა.

რო­გორც "GEODANCE.GE“ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრში გა­ნუ­ცხა­დეს, ილი­კო სუ­ხიშ­ვილს სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ეკი­პაჟ­მა გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბა ად­გილ­ზე აღ­მო­უ­ჩი­ნა. მას ზე­და­პი­რუ­ლი მრავ­ლო­ბი­თი ტრავ­მე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. რო­გორც ცენ­ტრში გან­მარ­ტა­ვენ, სუ­ხიშ­ვილს შე­საძ­ლოა, ქვე­და კი­დუ­რის მო­ტე­ხი­ლო­ბა ჰქონ­დეს. ის შე­სა­ბა­მის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

ხა­ტია ეკი­ზაშ­ვი­ლი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტის“ ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი:
"ილი­კო კარ­გა­დაა და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. მას ერთი მო­ტე­ხი­ლო­ბა აქვს წვივ­თან, ისე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი არა­ფე­რია, გა­დავ­რჩით! რა და რო­გორ მოხ­და, ჯერ არა­ფე­რი ვი­ცით. მთა­ვა­რია, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა“.

მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის, ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

FACEBOOK კომენტარები