banner
banner
banner
banner

ქართული ცეკვა (ლექსი)

ქართული ცეკვა (ლექსი)

ქართული ცეკვა ისე აღმაფრენს,ვით უდაბნოში წყალი ცის ნამზე.
როგორი მიხვრა, როგორი მოხვრა,როგორ გადმოსცემს ქალის სინაზეს.
როგორ ასახავს მშვენიერებას, იდუმალ ყვავილს ნიავი აშლს.
როგორ ხაზს უსვამს ღმერთის ქმნილებას:მაცდურს ,ცეცხლოვანს, მხარ ხელს რომ გაშლის.
გადაგავიწყებს ცოდვის შვილობას, ეს მოძრაობა ცოდვებსაც წაშლის,
მოსხლეტილს ტანით, კეკლუცს და ნატიფს,შვლის ნუკრის ნახტომს ჭალაზე გაშლილს.

აბა შეხედე ეხლა მამაკაცს: ვაჟკაცს,ღირსეულს, ანგელოზთ ბადალთ,
ხელების გაშლით ამ ქართა ველზე, ბერმუხასა ჰგავს ცამდე ამავალს,
მერე დაუვლის თავის ჩიტუნას არც ეკარება არც უშვებს არსად,
ბოლოს ჯვრად შეკრავს უსასრულობას გადაიქცევა ორნი ერთ არსად.

სადმე გინახავთ ცეკვა ასეთი? ცეკვა რომელიც სიცოცხლეს ხატავს!
ესეც შენ გერგო ქართველო ერო გადააქციე მსოფლიოს ხატად.
მე მუხას! ფოთოლს ამიშლის სიო,ამ ცეკვის რიტმებს სიხარულს ვატან,
ჟრუანტელს მივლის, ზეცით მადლს ვიღებ და ამ ფესვებთ ისევ შენ გატან.

FACEBOOK კომენტარები