fbpx

აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური ცეკვის ანსამბლმა ქართული ცეკვა მოიპარა

აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური ცეკვის ანსამბლმა ქართული ცეკვა მოიპარა.

ქორეოგრაფი დავით ფოცხიშვილი აცხადებს, რომ ეს მეზობელი ქვეყნის მიერ საქართველოს უპატივცემულობაა და შესაბამისი ზომების განხორციელებას მოითხოვს:

“რასაც ეს აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური ცეკვის ანსამბლი აკეთებს არის საქართველოსადმი ძალიან დიდი უპატივცემულობაა… მეზობელმა, რომელმაც უსინდისოდ წაგვართვა “დავით გარეჯი”, ახლა თავიდან ბოლომდე თავის რეპერტუარში შეიტანა ქართული ხალხური ცეკვის აზრი, ხასიათი და მთლიანი ქორეოგრაფიული სტრუქტურა… ფაქტიურად უსინდისოდ მიიტაცა ქართული ცეკვით, (ქორეოგრაფიით) ახსნილი ჩვენი ერის ისტორია… რა ლამაზად დაუდიათ თავიანთი მუსულმანური მელოდიები, მალე ვერც მივედავებით!

კითხვა მაქვს! კულტურის სამინოსტრო – როდის უნდა მოიპოვოს ქართულმა ცეკვამ ძეგლის სტატუსი? არ იმსახურებს ჩვენი ერი ამას? აბა მე-9 საოცრებად აღიარესო, რომ ყვებოდნენ ვიღაც ტანციორებისგან შემდგარი ხალვარისტები?!… ფარდები 200-ჯერ აწეულა თურმე, თუ თოკი გაიჭედა ზამბარაში?…

ეს ადრე უნდა გვეფიქრა და “იუნესკოსთან” ერთად დაგვეცვა ჩვენი ერის კულტურა, რომელიც ვინ უწყის რომელი საუკუნიდან იღებს სათავეს… არ შეიძლება რაიმე ოთახი გახსნათ სამინისტროში, სადაც შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ ყველაფერს დაალაგებს? მე ვითავებ, არ მეზარება და არ მინდა “ექვთიმეობა”… შევკრიბავ რამოდენიმე ადამიანს და ნახეთ 2-3 წელიწადში რა შედეგებიც გვექნება…

გული გამისკდა რაც ვნახე! ეს არის ჩვენი ერის დიდი უპატივცემულობა და ფაქტიურად ქორეოგრაფიული ანექსია…

სხვათა შორის, ეს აზერბაიჯანის ანსამბლი უფრო სუფთად და ლამაზად ცეკვავს ქართულ ცეკვას, ვიდრე ჩვენი ბევრი სახელმწიფო ანსამბლი… აი, ეს უკვე ჩვენი ქორეოგრაფიისთვის მე-4 სტადიაა…

სად არიან ამ დროს ჟურნალისტები და სატელევიზიო სივრცის პროდუსერები? იცით რამდენი მყავს აქ, ფეისბუქში მეგობრებში, მაგრამ არავინ არ ინტერესდება ამ საკითხით, ყველას აინტერესებს ის როგორ გაიპარსა ზალიკომ, ვალიკომ და შოკომ ტრაკი….

ეს ამბავი 50 წლის შემდეგ ცოდვად დაგედებათ! სადღაც სხვა ქვეყანაში გადმოხტება გადამთიელი და შენი საკუთარი ცეკვით მოიწონებს თავს… მერე ცხარე ცრემლებით დაიწყებენ ტირილს ჩვენი შთამომავალნი… ეს ხდება ახლა, 21-ე საუკუნეში… ჩვენი ოჯახი უკვე 20 წელია ამას გავიძახით და ერთი კაცი არ არის ამის დამნახავი…

აი, სომხებმა, რომ “დაისი” გაასაღეს თავის საქორწილო ცეკვად, პირველი ჩემი ოჯახი და დავით ოქიტაშვილი იყო, ვინც მართლა რეაგირება მოახდინა… ხომ დაიხიეს უკან? იყო ასეთი პრეცენდენტი და ფაქტიურად ჩვენ ეს შევძელით და ბოდიშიც მოიხადეს…

მოვითხოვ ჩვენი ერის ყველაზე აქტუალური, კულტურული მემკვიდრეობის ქართული ქორეოგრაფიისადმი კიდევ მეტ ყურადღებას… კარგია ქორეოგრაფიის მუზეუმი, მაგრამ ჩვენი ცეკვა ჯერ არ მომკვდარა, რომ მუზეუმში დავაწვინოთ! მე ვიცი როგორ ვიბრძოლოთ ასეთი ფაქტების წინააღმდეგ. ნუ გადააბარებთ ახლა ტრაკში, რომ კუილი ეპარებათ ისეთ კარიერისტებს ამ საქმეს… დროზე იმოქმედეთ დროზე! ჩვენმა კომპანიამ, გასულ წელს, “დავით გარეჯთან” დაკავშირებით გავაუქმეთ გასტროლები ბაქოში… მე პირადად არ მოვისვენებ და სათანადო ინსტანციებს დავუგზავნი წერილებს…
მერე დაიწყებთ გრიგოლ რობაქიძის უკვე გადამღერებული აფორიზმებით საუბარს: ქართული გენია როკვით განფენილიო და “რასა” არ ეყოფა არავის თურმე, რომ იცეკვოს და იმღეროს… ვერ იცეკვეს? ვერ ეყოთ რასა?

ეს ყველაფერი შობა “მონოპოლიამ” და მათმა “კერპთაყვანისცემელთა ჯგუფებმა”… კაი, შენ მაინც იფიქრე შე მონოპოლისტო გართმევენ ცეკვას! თუ შენ რომ აღარ იქნები სხვამ არ უნდა იცეკვოს და იმღეროს?! სადავეები თქვენს ხელშია და იფიქრეთ!”

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

კომენტარი