fbpx

მხატვარ-დეკორატორის, ანუ სცენოგრაფის როლი ქორეოგრაფიულ სფეროში

დარწმუნებული ვარ, შენს მასწავლებელს, თქვენი ანსამბლის ქორეოგრაფს არაერთხელ უთქვამს, რომ ქორეოგრაფიული სანახაობა ანუ სახილველი იგივე მინი სპექტაკლია, იგივე თეატრალური წარმოდგენაა. ასეთ აზრს შენ მოისმენდი ტელეეკრანიდანაც, ამოიკითხავდი გაზეთის ფურცლებზე და ა.შ. საერთოდ, უნდა გვახსოვდეს, რომ თეატრიცა და ქორეოგრაფიაც სინთეზური ხელოვნებაა. სინთეზი, როგორც ვიცით ცალკეული ნაწილების ერთმანეთთან შეერთებას ჰქვია, თანაც ისეთ შეერთებას, რომელიც შედეგად ერთიან, მთლიან პროდუქციას იძლევა. ქორეოგრაფიული სპექტაკლი ვერ შედგება თუ აქ ერთმანეთს არ შეერწყმება ცეკვა, მუსიკა, მხატვრობა, განათება, მსახიობ-მოცეკვავის ოსტატობა, სცენის დეკორაცია, ჩაცმულობა და ა.შ. ამგვარ შერწყმა-შეერთებას კი, რომელიც მსახიობ-მოცეკვავეთა მთლიანი მასის მართვას საჭიროებს, თავისი ხელმძღვანელი ჰყავს და მას, როგორც ვიცით, დამდგმელ ქორეოგრაფს ანუ რეჟისორ-ქორეოგრაფს უწოდებენ. მის გარეშე სცენის ჯადოსნური სამყარო ვერ იარსებებს, რადგან ერთმანეთში აირევა მთავარი და მეორეხარისხოვანი, ხოლო მსახიობ-მოცეკვავეთა მოქმედებაში ქაოსი დაისადგურებს. იმისათვის, რომ ქორეოგრაფიული სპექტაკლი თუ სახილველი კარგი გამოვიდეს, საჭიროა სხვა დამხმარე ძალის არსებობაც, მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი მხატვარ -დეკორატორი ანუ იგივე სცენოგრაფია. დიდ სახელმწიფო და აკადემიურ ანსამბლებში აღნიშნულ საქმეს სპეციალურად მოწვეული თანამშრომელი ასრულებს. მას თანამდებობრივად ევალება თვალყური ადევნოს სცენის მოწყობის, 36 მოცეკვავეთა ჩაცმულობის, სასცენო განათების, დეკორაციების განლაგებისა და სხვა მსგავს საკითხებს. აღნიშნული პროფესიის ადამიანმა დამდგმელ ქორეოგრაფთან ერთად უნდა გადაწყვიტოს სწორად აცვიათ თუ არა მოფარიკავეებს, დამაჯერებლად გამოიყურება თუ არა რომელიმე კონკრეტული ცეკვის, ვთქვათ „მთიულურისა“ და „განდაგანას“ მონაწილეების, სოლისტების ჩაცმულობა და ა.შ. მანვე უნდა დაასკვნას სცენის დეკორაციები შეესატყვისება თუ არა კონკრეტული ცეკვის შინაარსს… პატარა ანსამბლებში, საბავშვო კოლექტივებში იმის ფუფუნება არ არის, რომ დამდგმელი ქორეოგრაფის გვერდით ასეთი სპეციალისტიც იყოს მოწვეული. ამიტომაც აქ მთელი დატვირთვის ზიდვა თავად ქორეოგრაფს უხდება. სასიამოვნოა იმის აღნიშვნა, რომ უმეტესი მათგანი წარმატებით ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას.

Comments

კომენტარები

Like:
1 0
დათვალიერება:
109

კომენტარი