fbpx

კომპოზიცია საცეკვაო ხელოვნებაში

რეპეტიციების დროს ან კიდევ ანსამბლის მეცადინეობაზე ხშირად გაისმის გამოთქმები: “ცეკვის კომპოზიცია“, „კომპოზიციურად მოწესრიგებული სცენა“, „მოცეკვავეთა კომპოზიციური განაწილება“ და სხვა ამგვარი. ბუნებრივად გაჩნდება კითხვა – რას ნიშნავს ეს გამოთქმები? ან კიდევ რატომ იმსახურებს ქორეოგრაფების ამდენ ყურადღებას „კომპოზიციის“ საკითხები? სიტყვა „კომპოზიცია“ ლათინური წარმოშობისაა და ქართულად „შეთხზვას,“ „შედგენას,“ „განლაგებას“ ნიშნავს. ხელოვნებაში, მათ შორის ქორეოგრაფიულ ხელოვნებაში, „კომპოზიცია“ აღნიშნავს ცეკვის შემადგენელი ცალკეული ნაწილების ისეთ განლაგებას, რომ ქორეოგრაფიული სურათი გამოვიდეს შინაარსობრივად მთლიანი, ჰარმონიული, მოწესრიგებული, ლამაზი და მიმზიდველი. იმისათვის, რომ მთლიანობა მვიღოთ და ჰარმონიულობას მივაღწიოთ, საჭიროა თემისათვის აუცილებელი საჭირო დეტალები, ნაწილები, ხაზები, წრეები ზუსტად მისთვის განკუთვნილ ადგილზე იყოს. ამასთან აუცილებელია თითოეულ მათგანს შორის რაც შეიძლება მჭიდრო კავშირი არსებობდეს, სხვაგვარად ჩვენ ვერ გავიგებთ, ვერ ჩავწვდებით იმ შინაარსს, რისთვისაც ცეკვა დაიდგა. წარმოვიდგინოთ, რომ სცენაზე ცეკვა „ხორუმი“ უნდა გამოვიტანოთ. დიდებული სურვილია, მაგრამ მისი განხორციელება სერიოზულ შრომას მოითხოვს. უპირველეს ყოვლისა უნდა გავიხსენოთ თუ რა ნაწილებისაგან შედგება ცეკვა „ხორუმი“- შესავალი ნაწილი, დაზვერვა, ბრძოლა, გამარჯვების სიხარული, ბრძოლის ველიდან დაჭრილების გამოყვანის სცენა და ა.შ. თუ რომელიმე მათგანს გამოვტოვებთ, ამით დაირღვევა ამბავთთხრობა, საერთო შინაარსი და, შესაბამისად, გაღარიბდება ცეკვის „კომპოზიციური“ წყობა. უნდა გვახსოვდეს, რომ „ცეკვის კომპოზიციის“ ერთერთი უმთავრესი ელემენტი არის მთლიანობა. ეს უკანასკნელი 33 კი ცალკეული ნაწილების გონივრული შეერთება-შერწყმით მიიღწევა.

Comments

კომენტარები

Like:
0 0
დათვალიერება:
80
სტატიების კატეგორიები:
ანონსიქორეოგრაფია

კომენტარი